02 მაისი 2024,   03:38
ვრცლად
სროლა ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტალში - დაჭრილია ერთი ადამიანი

ვაჟა-ფშაველაზე სროლის შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული. რამდენიმე წუთის წინ ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. 

ადგილობრივების განცხადებით, 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

"კურიერის" ინფორმაციით, გასროლას წინ ჩხუბი უძღოდა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

დღის ამბები