02 მაისი 2024,   03:55
ვრცლად
"ქართველი პოლიტიკოსები ერთმანეთს უნდა ელაპარაკონ" - ჯანი ბუკიკიო

ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ, ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა დაასრულა. ჯანი ბუკიკიომ აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან კონსტრუქციული შეხვედრა შედგა.

ბუკიკიო მათი მხრიდან კონსტიტუციურ პროექტთან დაკავშირებული კრიზისის დაძლევის მზაობას მიესალმება. ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ოპოზიციას და მმართველ გუნდს დიალოგისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

„კარგი და კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა. ყველა ოპოზიციური ძალა ემხრობა კონსტიტუციის გადახედვას და უფრო დემოკრატიულ კონსტიტუციას საქართველოსთვის. მათთვის ცნობილია არსებული კრიზისის შესახებ და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებენ, რაც შეუძლიათ ამ კრიზისის დასაძლევად. საჭიროა ჯანსაღი დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალას - უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის. ქართველი პოლიტიკოსები ერთმანეთს უნდა ელაპარაკონ,“ განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.

ჯანი ბუკიკიო ხვალ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს დატოვებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები