02 მაისი 2024,   04:35
ვრცლად
მეწყერი სოფელ უჯარმაში - შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო ბრიგადები

საგარეჯოს რაიონის სოფელ უჯარმაში მეწყერი ჩამოწვა. საგარეჯოს რაონის გამგებლის ინფორმაციით, დაიმეწყრა უჯარმის ციხის მიმდებარე ტერიტორია.

გიორგი გზირიშვილის თქმით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო ბრიგადები.

ამ დროისთვის ადგილზე საგზაო სამსახურის წარმომადგენლებს ელოდებიან.

დღის ამბები