02 მაისი 2024,   02:40
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია მიიღო.

შეხვედრისას, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნის შიდა, დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობას. 

“მიმოხილული იქნა როგორც უსაფრთხოების გარემო, ის დახმარება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უწევს საქართველოს, როგორც სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში, ასევე სამხედრო თანამშრომლობის საკითხებში. ასევე, შემდგომი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, საუბარი იყო შიდა რეფორმებზე და შემდგომ დემოკრატიული პროცესებზე,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, თენგიზ ფხალაძემ.    

დღის ამბები