02 მაისი 2024,   02:53
ვრცლად
სკანდალური აუდიოჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ ირაკლი ფირცხალავას მეუღლეს, პროკურატურა დაკითხვაზე იბარებს

ე.წ. კორტების საქმეზე სკანდალური აუდიოჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ, ყოფილი მაღალჩინოსნის მეუღლე, ნინო ხვიტია პროკურატურაში დაიბარეს. თუმცა, მან დღეს პროკურატურაში მისვლა ვერ მოახერხა.

ე.წ. კორტების საქმეში პროკურატურის მთავარი მოწმის, კახა გოგატიშვილი ფარულად ჩაწერის შესახებ, ნინო ხვიტიას ხვალ მაგისტრი მოსამართლე დაკითხვას. ხვიტია ფიქრობს, რომ პროკურატურა ობიექტურად ვერ გამოძიებს საქმეს, რომელის მთავარი ფიგურანტები ამავე უწყების მაღალჩინოსნებია არიან.

სახალხო დამცველი ასევე, გეგმავს, რომ მთავარ პროკურატურას კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ახალი დეტალები გააცნოს. უჩა ნანუაშვილის წარმომადგენლები სკანდალური საქმის მთავარ მოწმეს გასულ კვირას შეხვდნენ.

კახა გოგატიშვილმა ომბუდსმენის ოფისში შეხვედრაზე თქვა, რომ სასამართლოზე ცრუ ჩვენება მთავარი პროკურორის მოადგილის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შემდეგ მისცა.

ფარული ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ პროკურატურის მოწმემ თქვა, რომ ხმა მისი არ არის. ვაზაგაშვილების ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი ირაკლი ფირცხალავას ოჯახს ურჩევს, გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერს ექსპერტიზა დამოუკიდებლად ჩაუტარონ.

ემუქრებოდა თუ არა ირაკლი შოთაძის მოადგილე მოწმეს ფიზიკური განადგურებით, ამ თემაზე საუბარი არ უნდათ მთავარ პროკურატურაში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები