02 მაისი 2024,   06:47
ვრცლად
მიწისძვრა ჩრდილოეთ კორეაში - ბიძგების მიზეზი შესაძლოა, პოლიგონზე მომხდარი აფეთქება გამხდარიყო

ჩრდილოეთ კორეაში რამდენიმე საათის წინ მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, 3.4 მაგნიტუდის ბიძგები ჩრდილოეთ რეგიონში მოხდა.

ეპიცენტრი მიწის ზედაპირზე, ბირთვული პოლიგონიდან 50 კილომეტრში დაფიქსირდა, რის გამოც ჩინელ სპეციალისტებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ მიწისძვრის მიზეზი შესაძლოა, პოლიგონზე მომხდარი მორიგი აფეთქება გამხდარიყო. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ფხენიანი ტრამპის მუქარის საპასუხოდ, წყალბადის ბომბის გამოცდით დაიმუქრა.

სამხრეთ კორეაში კი ამბობენ, რომ მიწისძვრა ბუნებრივი პროცესების შედეგია, რადგან ამჯერად, მაგნიტუდა გაცილებით უფრო დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე წინა ბირთვული ექსპერიმენტების დროს ფიქსირდებოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები