02 მაისი 2024,   06:04
ვრცლად
ცნობილი ტენორი ზურაბ სოტკილავა საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს

ცნობილი ტენორი ზურაბ სოტკილავა დღეს საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს. საოპერო მომღერლის სამოქალაქო პანაშვიდი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გაიმართა, სადაც სიტყვით ტენორის მეგობრები გამოვიდნენ.

პანაშვიდზე მომღერლის ანდერძის მიხედვით, სვანური ტრადიციული სამგლოვიარო ზარიც დარეკეს. დღეს ზურაბ სოტკილავას ხსოვნას პატივი კოლეგებისა და მეგობრების გარდა, რიგითმა მოქალაქეებმა და პოლიტიკოსებმაც მიაგეს. ოპერაში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტიც.

თეატრიდან გამოსვენებისას მომღერალს მსმენელმა უკანასკნელად დაუკრა ტაში. ზურაბ სოტკილავა მოსკოვში 80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 18 სექტემბერს გარდაიცვალა.

ამავე თემაზე
დღის ამბები