02 მაისი 2024,   08:07
ვრცლად
საგარეო უწყებისთვის დამატებითი ფართის გადასაცემად მთავრობამ 10 მილიონი გამოყო

საქართველოს მთავრობა დაჩქარებული წესით, ეროვნული ბანკის ყოფილ შენობას არემონტებს. აღნიშნული ფართი კი, საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. უკვე რამდენიმე კვირაა, კომპანია „ინსის“ წარმომადგენლები, შენობის დემონტაჟს ახდენენ და სარემონტო სამუშაოებისთვის ემზადებიან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი შენობა, სახელმწიფოს 10 მილიონი ლარი უჯდება. ქონების მართვის სააგენტო სამინისტროსთვის დამატებითი ფართის გადაცემას უწყების საქმიანობის არეალის გაზრდით ხსნის.

ჯანელიძის უწყებისთვის დამატებითი ფართის გადაცემა და შენობის რემონტში დახარჯული 10 მილიონი ლარი, ოპოზიციას კითხვის ნიშნებს უჩენს.

არასამთავრობო ორგანიზაციის „შეაჩრე კორუფცია“ ეჭვს 10 მილიონიანი ხელშეკრულების პირდაპირი წესით, ტენდერის გარეშე გაფორმება და ასევე, კომპანია "ინსი" იწვევს.

არასამთავრობოს მიერ „ინსის“ მონაცემების შესწავლის შემდეგ დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ხელისუფლების ფავორიტი კომპანია მას შემდეგ გახდა, რაც „ინსის“ საქმიანობა ჯერ სუს-მა შეისწავლა, შემდეგ კი კომპანიის დირექტორი და 100 პროცენტიანი წილის მფლობელი შეიცვალა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, კომპანიამ უტენდეროდ 35 მილიონის ხელშეკრულებები მიიღო.

დღის ამბები