02 მაისი 2024,   07:55
ვრცლად
"ივანიშვილის სატელიტი პარტია" - ურთიერთპრალდებები და კრიტიკა ოპოზიციურ პარტიებს შორის

თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, დაძაბულობამ ოპოზიციურ პარტიებს შორის იმატა.

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი, ხათუნა სამნიძე „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელ დავით უსუფაშვილს, ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან ფარულ ალიანსში ადანაშაულებს. „რესპულიკური პარტიის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ „შენების მოძრაობა“ ხელისუფლების სატელიტი პოლიტიკური ძალაა.

უსუფაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის საიდუმლო გარიგების შესახებ ეჭვები ხათუნა სამნიძეს ჯერ კიდევ მაშინ გაუჩნდა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ "ოცნებისა" და "რესპუბლიკელების" ღია კონფლიქტის მოუხედავად პოსტი არ დატოვა.

დავით უსუფაშვილისთვის „რესპუბლიკური პარტიის“ მოქმედი თავმჯდომარის ბრალდებები მიუღებელია. ის თანაგუნდელებს ახსენებს, რომ "ოცნებიდან" "შენების მოძრაობაში" გადასულ აქტივისტებს მანამდე "რესპუბლიკური" პარტია ეპატიჟებოდა.

ასევე ბიძინა ივანიშვილის სატელიტ პარტიად მოიხსენიებდა დღეს ნინო ბურჯანაძის ბლოკის წევრი, კახა კუკავა „ევროპული საქართველოს.“ ნინო ბურჯანაძის გუნდი ფიქრობს, რომ პოლიტიკური ძალა ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში და ამის დასტური სოლიდური დაფინანსება და რეკლამაა. კახა კუკავას მტკიცებით დღეს ქუჩებში მხოლოდ ამ ორი პარტიის სარეკლამო ბანერებია. „ევროპულ საქართველოში“ კი ამბობენ, რომ სწორედ ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური გაერთიანება დგას ბიძინა ივანიშვილითან ყველაზე ახლოს.

დღის ამბები