02 მაისი 2024,   05:20
ვრცლად
სპეცოპერაცია ფონიჭალაში - შსს ვიდეო მასალას ავრცელებს

ფონიჭალაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ინფორმაციასა და ვიდეო მასალას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ცნობით, დაკავებულია ნარკორეალიზატორი. 

სამართალდამცველებმა დაკავებულის, მისი ავტომანქანისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 62 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.

დღის ამბები