31 მარტი 2025,   21:18
ვრცლად
შილდაში 24 წლის გოგო ჩამომხრჩვალი იპოვეს - ახალგაზრდა შიშველი იყო და მრავლობითი დაზიანება ჰქონდა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილი ოჯახის წევრებმა სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ახალგაზრდა გოგონა შიშველი იყო და სხეულზე მრავლობითი დაზიანება ჰქონდა. ნათესავები ყვებიან, რომ გარდაცვალებამდე, გოგოს ხშირად ჰქონდა კონფლიქტი ოჯახში და ამის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებსაც ჰქონდათ.

      ოჯახის წევრების განცხადებით, მიყენებული დაზიანებები ეჭვებს აჩენს, ამიტომ ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, გოგონა მოკლეს და თვითმკვლელობის ინსცენირება მოახდინეს, თუ მან თავი მოიკლა.

      მეზობლები იხსენებენ, რომ ოჯახში ხშირად პოლიციას იძახებდნენ. ერთი კვირის წინ ეკა ნაქევხრიშვილი ხელზე ტრავმებით ნახეს.

      24 წლის გარდაცვლილის დედის მტკიცებით, შვილის გასვენებაში წასვლის უფლებას სიძის ნათესავები არ აძლევენ. 

      საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული. 

       

      ავტორები: ნინო გაზდელიანი, ია გულიაშვილი. 

      დღის ამბები
      მეტი