20 ოქტომბერი 2021,   08:33
ვრცლად
პრინცმა უილიამმა და პრინცმა ჰარიმ ფილმ "ვარსკვლავურ ომებში" პილოტების როლი შეასრულეს

ელიზაბეტ მეორის შვილიშვილებმა, პრინცმა უილიამმა და პრინცმა ჰარიმ, ფილმ ”ვარსკვლავურ ომებში” საიდუმლოდ მიიღეს მონაწილეობა.

სამეფო ტახტის მემკვიდრეებმა სურათის მერვე სერიაში პილოტების როლი შეასრულეს. ამის შესახებ ფილმის მონაწილე ერთ-ერთი მსახიობისგან გახდა ცნობილი.

გაირკვა, რომ გადაღებების დროს პრინც ძმებს ვარსკვლავური იმპერიის ჯარისკაცების ფორმა ეცვათ, პარტნიორობას კი მათ კიდევ ერთი ბრიტანელი მსახიობი, ტომ ჰარდი, უწევდათ.

ვარსკვლავური ომების ახალი სერია მსოფლიო კინოეკრანებზე დეკემბრიდან გამოდის.

დღის ამბები