02 მაისი 2024,   06:56
ვრცლად
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელი გარდაიცვალა

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელი გარდაიცვალა. 

აღნიშნული ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. სპეცდანიშნულების რაზმის წევრს ოპერაცია ინგოროყვას კლინიკაში უტარდებოდა. არსებული ინფორმაციით ის თავის არეში იყო დაჭრილი, მას ოპერაცია თითქმის ორი საათის განმავლობაში უტარდებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

სამართალდამცველის გარდაცვალების შესახებ კომენტარს ჯერჯერობით არც ინგოროყვას კლინიკაში და არც ჯანდაცვის სამინისტროში არ ადსტურებენ.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინგოროყვას კლინიკის ეზოში იმყოფებოდნენ სპეცრაზმელების ახლობლები, რომლებსაც ექიმებმა სპეცრაზმელის ამოცნობა სთხოვს, თუმცა როგორც მათ "კურიერის" გადამღებ ჯგუფს განუცხადეს, სამართალდამცველი მათი ოჯახის წევრი არ აღმოჩნდა.

ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები. მობილიზებულია კრიმინალური პოლიციაც.

დღის ამბები