04 დეკემბერი 2024,   00:30
ვრცლად
დაუზუსტებელი ინფორმაციით სპეცოპერაციის ადგილას სამი ადამიანი დაიჭრა

დაუზუსტებელი ინფორმაციით ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად, დაჭრილია სამი ადამიანი. ჯერჯერობით უცნობია დაჭრილების ზუსტი ვინაობა.

ცოტა ხნის წინ სპეცოპერაციის ადგილი დატოვეს სასწრაფო მანქანების ბრიგადებმა. რასაც წინ უძღოდა ადგილზე ძლიერი სროლის და აფეთქების ხმა.

ამ ეტაპზე უცნობია ისიც, თუ რამდენი პირი უწევს შეიარაღებულ წინააღმდეგობას სპეცრაზმს.

ადგილზე კვლავ რჩებიან შს მინისტრი გიორგი გახარია და სუს-ის მაღალჩინოსნები, თუმცა ოფიციალური განმარტებები მათგან არც ერთს არ გაუკეთებია. 

დღის ამბები