02 მაისი 2024,   04:48
ვრცლად
თბილისში "აბრეშუმის გზის" ფორუმი გრძელდება

თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი გრძელდება. ფორუმის მეორე დღეს, სტუმრებს საქართველოს პრემიერმა მიმართა. ღონისძიებას 50-მდე ქვეყნის 1 000-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. მთავარი განსახილველი თემები ვაჭრობის, სატრანსპორტო და ენერგეტიკული საკითხებია.  

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი ფორუმის წევრებს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს აცნობს.

„ჩვენ, რეგიონის ქვეყნებმა უნდა შევავსოთ ერთმანეთი გლობალურ განვითარებაში. დაბალანსებული განვითარება ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ შევარბილოთ სავაჭრო ბარიერები და მივცეთ საშუალება ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებსაც, თავიანთი ვაჭრობის დაბალანსებისა. საქართველოს სწრაფვა ევროინტეგრაციისკენ, ეს არის უპირველესი პრიორიტეტი მისი მთავრობისთვის. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო არის ყველაზე ძლიერი მოკავშირე ევროპის კავშირისა ამ რეგიონში და უსაფრთხოების ერთ-ერთი საკვანძო პარტნიორი,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

”ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, ფორუმი საქართველოს, როგორც ცნობადობის ამაღლებას ეხმარება. მისი თქმით, ფორუმის ფარგლებში არა ერთი შეხვედრა გაიმართა და არა ერთ მემორანდუმს მოეწერა ხელი.

დღის ამბები