02 მაისი 2024,   01:56
ვრცლად
ქსენია სობჩაკმა ვლადიმერ ჟირინოვსკის სატელევიზიო დებატების დროს წყალი შეასხა

მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის. პირველი სატელევიზიო დებატების დროს ქსენია სობჩაკმა ვლადიმერ ჟირინოვსკის წყალი შეასხა.

ინციდენტი პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატის, სერგეი ბაბურინის მიმართვის დროს მოხდა. მას სიტყვა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ შეაწყვეტინა, რის შემდეგაც ლიბერალ დემოკრატიული პარტიის ლიდერს სობჩაკმა დამშვიდება ურჩია.

საპასუხოდ ჟირინოვსკიმ ცნობილ ტელეწამყვანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მეძავი უწოდა. საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 18 მარტს გაიმართება.

დღის ამბები