20 აპრილი 2024,   18:05
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატების შერჩევა გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს - არასამთავრობოები 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსის გამჭვირვალედ და ობიექტურად ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

მაუწყებლის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, სამოქალაქო სექტორი ბორდის დამოუკიდებული წევრებით დაკომპლექტების აუცილებლობაზე საუბრობს.

მათი განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მაუწყებელი პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი იყოს.

„ის კითხვები რომელიც საზოგადოებაში არსებობს, მაგალითად ბატონ შათირიშვილთან დაკავშირებით და არა მარტო ბატონ შათირიშვილთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა მეც მაქვს ეს კითხვები, შესაბამისად იქნება დასმული. მთავარია, რომ იმ კანდიდატს, რომელიც იქნება წარმოდგენილი გასაუბრებაზე, მას არ ჰქონდეს ღირებულებითი პრობლემა, გადასარევად უნდა ესმოდეს რა არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, მისი როლი, ფუნქცია და მოვალეობა,“-აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი.

ამავე თემაზე
დღის ამბები