02 მაისი 2024,   04:12
ვრცლად
თავდასხმა "რუსთავი2"-ზე - კომპანიის თანამშრომლების გამოკითხვა გვიან ღამემდე გაგრძელდა

“რუსთავი 2”-ის თანამშრომლების გამოკითხვა ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გვიან ღამემდე გაგრძელდა.

გამომძიებლების კითხვებს პასუხობდა "კურიერის" ჟურნალისტი დავით ერაძე, რომელიც ე.წ ქართული მარშის აქტივისტების თავდასხმის შედეგად ისე დაშავდა, რომ მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

გამომძიებლებმა ტელეკომპანიის იურისტი თამთა მურადაშვილიც გამოკითხეს, რომელიც თავდასხმის დროს საკუთარი მანქანით გიორგი გაბუნიასთან ერთად გადაადგილდებოდა, ე.წ ქართული მარშის აქტივისტებმა კი გზა გადაუკეტეს.

დაზიანდა იურისტის მანქანაც, რომელსაც ექსპერტიზა “რუსთავი2”-ის ეზოში გვიან ღამით ჩაუტარდა.

“გამოძიებას მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია რა მოხდა ჩვენს ოფისთან, როგორ მოვხვდით ამ ალყაში. ალბათ გავასაჩივრებთ, ვნახოთ ვიმსჯელებთ. საინტერესოა რა რეაგირება მოჰყვება შემდეგ პოლიციის მხრიდან. ეს არის ნათლად დასანახი და აღქმადი ძალადობა რელიგიის სახელით,“-განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

 

დღის ამბები