მეორე შეხვედრა და მესამე გოლი - ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის"" შემადგენლობაში მეორე შეხვედრა ჩაატარა და მესამედ მოახერხა თავის გამოჩენა. წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპზე "ნაპოლი" "პერუჯას" დაუპირისპირდა, კვარაცხელია კვლავ სასტარტო შემადგენლობაში იყო.
ქართველმა შემტევმა ანგარიში მე-5 წუთზე გახსნა. საბოლოოდ კი "ნაპოლიმ" მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა.