საქართველოს პრეციზიული სროლის ნაკრები საფრანგეთში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს. ნაკრებს 11 წევრი ჰყავს - გუნდი დაკომპლექტებულია სამხედრო და სამოქალაქო პირებით.
მსოფლიო ჩემპიონატი პრეციზიული სროლის სახეობაში პირველად ჩატარდება, ტურნირზე 26 ქვეყნის 300 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ტურნირი სტარტს 8 აგვისტოს აიღებს.