27 აპრილი 2024,   03:44
ვრცლად
აშშ-ს პასუხი რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას - ქვეყნიდან 60 რუს დიპლომატს აძევებენ 

ბრიტანეთში ქიმიური თავდასხმის გამო შეერთებული შტატებიდან 60 რუს დიპლომატს აძევებენ. გადაწყვეტილება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო. მან უკვე გასცა ბრძანება, რომ ამერიკის ტერიტორია 60-მა პირმა დატოვოს. თეთრმა სახლმა განცხადებაც გაავრცელა.

„შეერთებული შტატები ამ გადაწყვეტილებას იღებს ნატოს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ბრიტანეთის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ სამხედრო დანიშნულების ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ და დამაზიანებელი საქმიანობისთვის მსოფლიოს მასშტაბით. დღევანდელი გადაწყვეტილება გახდის შეერთებულ შტატებს მეტად უსაფრთხოს, შეამცირებს რუსეთის ჯაშუშურ საქმიანობას ამერიკელებზე და საიდუმლო ოპერაციებს, რომელიც ემუქრება ეროვნულ უსაფრთხოებას. ამ ნაბიჯებით შეერთებული შტატები, მისი მოკავშირეები და პარტნიორები განუმარტავენ რუსეთს, რომ მის ქმედებებს პასუხი მოჰყვება. შეერთებული შტატები გამოხატავს მზადყოფნას რუსეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, თუმცა ეს მოხდება მხოლოდ რუსეთის მთავრობის საქციელის შეცვლის პარალელურად,“ - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადება ამავე საკითხთან დაკავშირებით გაავრცელა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც.

„ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის და საერთაშორისო კანონმდებლობის ამ სასტიკი დარღვევის საპასუხოდ, დღეს შეერთებული შტატები გააძევებს 48 რუს მოსამსახურეს, რომლებიც მუშაობენ შეერთებულ შტატებში არსებულ მისიებში. ჩვენ ასევე მოვითხოვთ რუსეთის მთავრობისგან, 2 აპრილამდე დახუროს გენერალური საკონსულო სიეტლში. ამას ვაკეთებთ გაერთიანებულ სამეფოსთან ჩვენი ურყევი სოლიდარობის ნიშნად,“ - ნათქვამია განცხადებაში.  

 

დღის ამბები