07 მაისი 2024,   23:35
ვრცლად
"უცნაური მისის სევიჯი" - კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი საპრემიერო ჩვენებისთვის ემზადება

კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი საპრემიერო ჩვენებისთვის ემზადება.

"უცნაური მისის სევიჯი" - ამერიკელი დრამატურგის, ჯონ პატრიკის ორმოქმედებიან პიესას, ქართველი მაყურებელი 27 და 28 აპრილს იხილავს.

რამდენად აქვს ადამიანს სიკეთის უანგაროდ კეთების უნარი? რამდენად შეუძლია სიყვარულს სიხარბის დამარცხება? - ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემას, გამოცდილი და ახალბედა მსახიობები მარჯანიშვილის დიდ სცენაზე შეეცდებიან.

მთავარი პერსონაჟის, მისის სევიჯის ცხოვრება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მისვლისთანავე იცვლება. პიესა ლირიული კომედიაა, რომელიც მსოფლიოს მრავალ სცენაზე დაიდგა, ახლა კი ქართველი მაყურებელი მას უკვე მარჯანიშვილის თეატრშიც ნახავს.

დღის ამბები