07 მაისი 2024,   04:51
ვრცლად
ისტორიული ექსპედიცია - NASA ხომალდს გაუშვებს, რომელიც მზეს 7 მილიონი კილომეტრით მიუახლოვდება

NASA ისტორიული ექსპედიციისთვის ემზადება. ივნისში კანავერალის კონცხიდან ზონდს გაუშვებენ, რომელიც მზეს 7 მილიონი კილომეტრით მიუახლოვდება. ხომალდი ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში შექმნეს და ბოლო გამოცდებს გადის.

კონსტრუქტორები აცხადებენ, რომ აპარატი გაუძლებს არა მხოლოდ 1400 გრადუსიან ტემპერატურას, არამედ ზებგერითი ნაწილაკებისგან დაზიანებას და ძლიერ რადიაციასაც.

პარკერის ზონდი ვარსკვლავს 24-ჯერ შემოუვლის გარშემო და მზის ატმოსფეროში სინჯებსაც აიღებს. სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით დაადგენენ მეცნიერები, რატომ არის მზის გვირგვინი მის ზედაპირზე უფრო ცხელი.

 

 

დღის ამბები