27 აპრილი 2024,   07:30
ვრცლად
13 წლის მოზარდზე თავდასხმაში ბრალდებულ აზერბაიჯანის მოქალაქეს სახაზინო ადვოკატი ხვდება 

22 წლის აზერბაიჯანის მოქალაქეს, რომელსაც გამოძიება 13 წლის მოზარდზე თავდასხმას ედავება, სახაზინო ადვოკატი წინასწარი დაკავების იზოლატორში ხვდება.   

როგორც ადვოკატი გიორგი მდინარაძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ჯერჯერობით ბრალი არ წარუდგენიათ. ასევე, უფლებადამცველს საქმის მასალები ჯერ არ გადასცემია.

„დაკავებულია, სავარაუდოდ ძალადობაში. ალბათ 118-ე მუხლს ვვარაუდობ, როგორც პროკურორმა მითხრა, სავარაუდოდ ამ მუხლს წაუყენებენ. ანუ ნაკლებად მძიმე დაზიანებას.  თუმცა ეს დამოკიდებულია ექსპერტიზის დასკვნა რას იტყვის. ბრალის წარდგენა უნდა მოხდეს დაკავებიდან 48 საათში, ანუ ხვალ აქვთ 3 საათამდე ვადა,“ - განაცხადა ადვოკატმა.

უფლებადამცველის თქმით, ამ ეტაპზე ბრალდებულს არანაირი სახის ექსპერტიზა არ ჩატარებია, თუმცა როგორც აცხადებს, მას ფსიქიატრიული და სამედიცინო ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს.

შეგახსენებთ, გუშინ 13 წლის ბიჭს ლიფტში თავს დაესხნენ, თავდამსხმელი მოზარდისთვის თვალების ამოთხრას შეეცადა.

დღის ამბები