27 აპრილი 2024,   03:15
ვრცლად
საქართველოში 900 აბი ნარკოტიკული საშუალების რეანომობილით შემოტანაზე, ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი დააკავეს, რომელმაც ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი შემოჰქონდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულებრივ ჯგუფს 900 აბი ნარკოტიკული საშუალება ქვეყანაში უკანონოდ რეანიმობილით შემოჰქონდათ. 

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი.

შსს-ს ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი 2017 წლის იანვარში თანამზრახველებს შეუთანხმდა, რომ უცხოეთიდან შემოეტანათ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებები.

სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 2017 წლის 24 იანვარს დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, რომელიც ამ დროისთვის უკვე მსჯავრდებულია და სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ასევე ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისათვის კიდევ ერთ პირს წარედგინება ბრალი.

 

დღის ამბები