27 აპრილი 2024,   07:02
ვრცლად
ნარკოტრეფიკი რეანიმობილით, ცნობილი ექიმების ოჯახის წევრის დაკავება და „ბახალას“ კავშირი დანაშაულებრივ სქემასთან

რეანიმობილით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანისთვის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ცნობილი ექიმების ოჯახის წევრი, ირაკლი ქორიძე დააკავეს. შსს-ის ცნობით, ქორიძემ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკის საზღვარზე უკანონოდ გადმოსატანად გეგმა წინასწარ შეიმუშავა.

900 აბი ნარკოტიკის საქართველოში შემოტანის სქემაში მონაწილეობისთვის ბრალს მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს, იგივე „ბახალასაც“ წარუდგენენ. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ მას უნდა გადაეცა თურქეთის ტერიტორიაზე ჯგუფის მესამე წევრისთვის წინასწარ შეძენილი ნარკოტიკი.

საქმის მასალებით ქორიძემ საკუთარი სქემით სუბოტექსი ქვეყანაში 2017 წლის იანვარში შემოიტანა ანუ იმ დროს, როცა ის კატასტროფის მედიცინის ცენტრის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. გამოძიების მტკიცებით ამ პერიოდში ირაკლი ქორიძემ ხელოვნურად შექმნა სიტუაცია, რომ რეანიმობილი თბილისიდან თურქეთის ქალაქ ტრაპზონში გაეშვა.

ირაკლი ქორიძის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავების მოტივს არ ეთანხმება. ადვოკატის ცნობით, ირაკლი ქორიძე საქმის ერთე-რთი ფიგურანტის, ჯაბა ხულორდავას ჩვენების საფუძველზეა დაკავებული, რომელსაც სასჯელის შემსუბუქება სურს, რომელსაც ნარკოდანაშაულისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.

ხულორდავა იყო ბრალდების ერთე-რთი მოწმე „ბახალას“ საქმეშიც. მსახიობის დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ საქმის მიმართ არაჯანსაღი ინტერესია. გიორგი მახარაძე ადასტურებს, რომ გიორგი გიორგანაშვილის დაკავების პირველივე წუთებიდან ირაკლი ქორიძეზე ჩვენების მიცემას სთხოვდნენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები