26 აპრილი 2024,   22:29
ვრცლად
ეჭვები კონკურსთან დაკავშირებით - რეჟისორებს საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან პრეტენზიები აქვთ

საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან რეჟისორებს პრეტენზიები აქვთ. ისინი ეჭვობენ, რომ კინოცენტრში არსებობს ტენდენცია, როცა სხვადასხვა დროს კონკურსებში ერთი და იგივე ხალხი იმარჯვებს.

რეჟისორმა დავით მირცხულავამ ანიმაციის პროექტით კინოცენტრის კონკურსზე გასვლა რამდენჯერმე სცადა. მირცხულავა ეჭვობს, რომ კინოცენტრი ახალ ადამიანებს გზას არ უხსნის და ჩაკეტილ წრეში ტრიალებს და პროექტების დაწუნებისას შეფასებებში და არგუმენტებში ჟიურის არაკომპეტენტურობა ჩანს.

გამომძიებელ-ჟურნალისტთა გაერთიანება „აიფაქტის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში სახელწოდებით "ინტერსთა კონფლიქტი კინოცენტრის დრამაში" სტატიის ავტორი წყაროებზე და დოკუმენტებზე დაყრდნობით, საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში არსებულ ხარვეზებზე და სავარაუდო ინტერესთა კონფლიქტზე აკეთებს აქცენტს.

თავად კინოცენტრის ხელმძღვანელი ეჭვობს, რომ რეჟისორები შესაძლოა დაფინანსების ვერ მოპოვების გამო, სიტუაციას სუბიექტურად აფასებენ.

ავტორი: თაკო მესხი.

დღის ამბები