26 აპრილი 2024,   12:08
ვრცლად
„მხოლოდ ქართული“ დღეს 21:00 საათიანი "კურიერის" დასრულებისთანავე დაიწყება

„მხოლოდ ქართული“ დღეს 21:00 საათიანი "კურიერის" დასრულებისთანავე დაიწყება. შოუში, როგორც მისი სახელწოდებიდანაც ჩანს, მხოლოდ ქართული სიმღერები შესრულდება.

მონაწილეთა შესარჩევად კასტინგი მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. 

მეგაშოუს წამყვანების თქმით, კასტინგზე ძალიან ბევრი ნიჭიერი შემსრულებელი მივიდა. 

მეგაშოუს მონაწილეები ქართული სიმღერების ქავერებით წარდგებიან მსმენელის წინაშე.

Live კონცერტები 23 აპრილიდან დაიწყება და ის 8 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი.

დღის ამბები