27 აპრილი 2024,   02:12
ვრცლად
ფოთის თეატრის საპროექტო სამუშაოებისთვის 30 ათასი ლარი გამოიყო

ამ დრომდე უცნობია, როდიდან განაახლებს ფოთის თეატრი მუშაობას. 2014 წელს პომპეზურად გახსნილი შენობა 4 წლის შემდეგ უკვე ავარიულია. რამდენიმე თვის წინ კი იქ ჭერის ფრაგმენტი ჩამოვარდა და შენობა დაიკეტა.

საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, მხოლოდ საპროექტო სამუშაოებისთვის 30 ათასი ლარი გამოიყო. შენობის რეაბილიტაციას კი გაცილებით მეტი სჭირდება.

საკრებულოს თავმჯდომარემ დღევანდელ სხდომაზე თეატრის ხელმძღვანელობას მოუწოდა, სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

დღის ამბები