27 აპრილი 2024,   01:12
ვრცლად
„ზვავი" ხულოში - დასმა თურქი დრამატურგის პიესა უნდა ითამაშოს

ხულოში „ზვავი’’ ჩავიდა. დასმა თურქი დრამატურგის პიესა უნდა ითამაშოს.

ოთხმა უცხოელმა და ერთმა ქართველმა რეჟისორმა არჩევანი ხულოს თეატრზე გააკეთა. სპექტაკლში გმირები ხმამაღლა ზვავის გამო ვერ საუბრობენ.

ხულოელები სპექტაკლის პრემიერისთვის ემზადებიან. ისინი სპექტაკლს ელოდებიან, რადგან იციან, რომ პიესა მთაში მცხოვრები ადამიანების შესახებაა.

ხულოს თეატრი ევროპაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარეობს. მსახიობები სცენაზე სათამაშოდ 22-კილომეტრიან გზას ფეხით გადიან.

ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე პროფესიულ თეატრში სპექტაკლ „ზვავის“ დადგმა პროექტის ავტორმა ადგილობრივი თეატრის პოპულარიზაციისთვის გადაწყვიტა. 

დღის ამბები