27 აპრილი 2024,   04:10
ვრცლად
სკრიპალის, ბერეზოვსკისა და ლიტვინენკოს საქმეები ერთი სცენარით არის დადგმული - რუსეთი დიდ ბრიტანეთს ადანაშაულებს

რუსეთის გენერალური პროკურატურა სერგეი სკრიპალის, ალექსანდრე ლიტვინენკოსა და ბორის ბერეზოვსკის საქმეებს ერთი სცენარით დადგმულს უწოდებს, მთავარ ორგანიზატორად კი ბრიტანეთს ასახელებს.

დღეს უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა, რომ ბორის ბერეზოვსკის გარდაცვალება უშუალოდ ბრიტანეთის ხელისუფლებას აწყობდა, ალექსანდრე ლიტვინენკოს მოწამვლით კი თავად ბერეზოვსკი იყო დაინტერესებული.

რუსეთის გენერალური პროკურატურა ასევე ირწმუნება, რომ პოლონიუმ 210-ის კვალი სწორედ ბერეზოვსკის ოფისში აღმოაჩინეს. ლიტვინენკო 2006 წელს მოკლეს, ბორის ბერეზოვსკი კი გარდაცვლილი საკუთარ სახლში 2013 წელს იპოვეს.

ბრიტანეთში ჩატარებული გამოძიების თანახმად, ყოფილი აგენტი პირადად ვლადიმერ პუტინის მითითებით მოკლეს.

 

დღის ამბები