27 აპრილი 2024,   06:05
ვრცლად
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით პროექტი Discount Week იწყება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით პროექტი Discount Week იწყება. ფასდაკლებები კვირეული 13 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

ფასდაკლების კვირეულში ჩართულია 17 სასტუმრო და 2 სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური მომსახურების ცენტრი. განთავსების ობიექტები მომხმარებლებს 25%-დან 51%-იან ფასდაკლებას სთავაზობენ.

კვირეულის მიზანი არასეზონურ პერიოდში რეგიონის პოპულარიზაცია და შიდა ტურიზმის წახალისებაა.

დღის ამბები