15 ნოემბერი 2018,   21:48
ვრცლად
მნიშვნელოვანი
„სამი-ოთხი დეპუტატი ისეთ აზრს გამოთქვამს, რომელიც არ არის კორექტული“ - საგანგებო სხდომა "ქართული ოცნების" ოფისში

საგანგებო სხდომა ქართული ოცნების ოფისში - შეხვედრაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობა დაესწრო, პარტიაში არსებული განხეთქილების დეტალებზე იმსჯელეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ამ ეტაპზე არ განიხილება დეპუტატების იმ ნაწილის მიმართ სანქციების გამოყენება, ვინც ირაკლი კობახიძეს ღიად დაუპირისპირდა.  

„სამი თუ ოთხი დეპუტატი ისეთ აზრს გამოთქვამს, რომელიც არ არის კორექტული, შეურაცხმყოფელიც არის. არასწორი იმ მიმართულებითაც, რომ საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს ამ განცხადებებს. აქედან გამომდინარე, რადგან პირველი შემთხვევაა, ჩვენ მაინცდამაინც სანქციებზე პირდაპირ არ გვისაუბრია. ჩვენ ვისაუბრებთ ამ ადამიანებთან, გავარკვევთ უმრავლესობის და პარტიის ფორმატში და ამის ვიფიქრებთ სხვა ღონისძიებებზე. მათ ექნებათ სასაუბრო, ექნებათ გასარკვევი, რატომ აკეთებენ ამ განცხადებებს, რეალური საფუძველი რა არის და ა.შ.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ ის თავს შეიკავებს ამ ეტაპზე იმის დადასტურებისგან, რომ შესაძლოა, ამ დეპუტატებმა დატოვონ პარტია.

დღის ამბები