26 აპრილი 2024,   12:20
ვრცლად
სენსაცია რომში - ბარსელონა ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა

ტალიის დედაქალაქში სენსაცია დაფიქსირდა. რომამ ბარსელონა 3:0 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ჯალაროსის ისტორიული გამარჯვების წინ მეტოქესთან პირველი თამაში 4:1 ჰქონდა წაგებული, თუმცა შესანიშნავი მატჩის შემდეგ წყვილის ფავორიტი გაანადგურა.

ანგარიში მე-6 წუთზე ედინ ჯეკომ გახსნა. მეორე ნახევარში დანიელე დე როსიმ თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა და სხვაობა ორამდე გაზარდა. საბოლოო წერტილი 82-ე წუთზე კოსტას მანოლასმა დასვა. გუნდების ორ მატჩიანი დაპირისპირება ჯამში 4:4 დასრულდა, თუმცა სტუმრად გატანილი ბურთის უპირატესობით რომამ ნახევარ ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ევროთასების ნახევარფინალურ ეტაპზე რომა 34 წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშებს.

ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში კი ლივერპულმა სიტის მეორე მატჩიც 1:2 მოუგო და ორი მატჩის ჯამში 5:1 გაანადგურა მეტოქე.

დღეს კიდევ ორი თამაში გაიმართება. მადრიდის რეალი სანტიაგო ბერნაბეუზე იუვენტუსს უმასპინძლებს, მიუნხენის ბაიერნი კი სევილიას მიიღებს.

დღის ამბები