27 აპრილი 2024,   04:34
ვრცლად
სემეკის გადაწყვეტილება ტარიფის გაზრდის შესახებ - „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი, საქალაქო სასამართლოს მიმართვას

„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი, საქალაქო სასამართლოს მიმართვას. მიზეზი სემეკის გადაწყვეტილებაა, ტარიფის გაზრდის შესახებ, რომელიც მარეგულირებელმა, თელასის მიმართვის საფუძველზე დეკემბერში მიიღო. პარტია ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვს

შალვა ნათელაშვილმა დღეს პროცესზე ბიძინა ივანიშვილის დაკითხვაც მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. განხილვა, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში გაგრძელდება.

„,ბიძინა ივანიშვილი მობრძანდეს სასამართლოზე და გასცეს ელემენტარულ კითხვას პასუხი, რატომ ყიდულობს თვითონ 10 თეთრად ელექტრო ენერგიას და ჩვენზე რატომ ასაღებს 25 თეთრად,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ადვოკატი მარინე ცუცქირიძე აცხადებს, რომ მომდევნო სასამართლო სხდომაზე ტარიფის გაზრდაში მონაწილე ექსპერტები იქნებიან მიწვეული.

„შემდეგ სასამართლო სხდომაზე მოწვეული იქნებიან ის ექსპერტები და სპეციალისტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ ტარიფის გაზრდაში და გასცემენ ყველა შეკითხვას პასუხს, თუ რატომ მოხდა ტარიფის გაზრდა და რა შედის ამ ტარიფში,“ - განაცხადა ადვოკატმა.

დღის ამბები