27 აპრილი 2024,   01:14
ვრცლად
ისრაელში ჰოლოკოსტს იხსენებენ

ისრაელში ჰოლოკოსტს იხსენებენ. მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ მოკლული ექვსი მილიონი ებრაელის ხსოვნის პატივსაცემად იერუსალიმსა და თელავივში ე.წ. გლოვის სირენები ჩართეს. ორი წუთის განმავლობაში ქალაქებში მუშაობა ყველა დაწესებულებამ შეაჩერა.

მემორიალური ღონისძიება გაიმართა იერუსალიმში ჰოლოკოსტის მუზეუმშიც, რომელშიც ბენიამინ ნეთანიაჰუც მონაწილეობდა. ისრაელის პრემიერმინისტრმა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

დღის ამბები