27 აპრილი 2024,   00:48
ვრცლად
„უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“ - ღონისძიება ევროკავშირთან თანამშრომლობას მიეძღვნა

„უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“ - ამ სახელწოდების ღონისძიება პარლამენტში საქართველო ევროკავშირის თანამშრომლობას მიეძღვნა.

ირაკლი კობახიძემ დემოკრატიის გაძლიერებაში საკანონმდებლო ორგანოს როლზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ მიმართულებით პარლამენტი ევროკავშირთან  და სხვა დასავლელ პარტნიორებთან აქტიურად თანამშრომლობს.

„პარლამენტის გაძლიერება ნიშნავს ქართული დემოკრატიის გაძლიერებას და ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად ვითანამშრომლებთ როგორც ევროკავშირთან, ასევე, ყველა სხვა პარტნიორთან, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში დემოკრატიული პროცესების სათანადოდ წარმართვით“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეკრებილებს სიტყვით ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა მიმართა.

„ევროკავშირი აღრმავებს აქტივობას უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. ეს მიდგომა აისახა ბოლო პროგრამულ დოკუმენტებში, რომელიც ევროკავშირის გლობალური სტრატეგიას ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკას განსაზღვრავს. ეს რთული პროცესია და ის სრულად უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებს, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს. ევროკავშირი უფრო აქტიურად ჩაერთვება უსაფრთხოების სფეროს რეფორმირებაში, კონფლიქტების პრევენციისა და მათი მოგვარების პროცესში, ასევე ტერორიზმთან და რადიკალიზმთან ბრძოლის პროცესებში. ეს მოითხოვს ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მხრიდან უფრო კოორდინირებულ ძალისხმევას. ვიცით, რომ ეს ძალიან რთული ამოცანაა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ პროცესი დემოკრატიული კონტროლით წარიმართოს,“- განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

 

 

დღის ამბები