06 მაისი 2024,   06:16
ვრცლად
რუსეთი ოკუპანტია - სტიკერები ამ წარწერით თბილისის შემდეგ ქუთაისის აეროპორტშიც გამოჩნდა

რუსეთი ოკუპანტია! - სტიკერები ამ წარწერით თბილისის შემდეგ ქუთაისის აეროპორტშიც გამოჩნდა.

სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა სტიკერები ევროპის მიმართულებით მიმავალი მგზავრების ჩანთებზე დააკრეს.

ამ აქციით ორგანიზატორები ცდილობენ, საქართველოში ჩამოსული ტურისტების და ევროპაში მიმავალი საქართველოს მოქალაქეების მეშვეობით, მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ გაუგზავნონ მესიჯი, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. 

დღის ამბები