03 მაისი 2024,   09:31
ვრცლად
ენმ-ის ლიდერები ახალციხელებს შეხვდნენ და პენსიის ზრდასთან დაკავშირებით შემუშავებული კონცეფცია გააცნეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია და პარტიის ლიდერები ახალციხის მცხოვრებლებს შეხვდნენ.

მათ ადგილობრივებს პენსიის ზრდასთან დაკავშირებით შემუშავებული კონცეფცია გააცნეს, რომლის მიხედვითაც, პენსია 400 ლარი გახდება და საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს.

„ხელისუფლების უგუნური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად დღეს ქვეყანაში მივიღეთ ვითარება, სადაც დღითიდღე ღარიბდება და ღარიბდება ქვეყნის მოსახლეობა. მხოლოდ ერთი ვიწრო კლანი მდიდრდება, დანარჩენი საქართველო ღარიბდება,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ენმ-ის წევრის, ზაალ უდუმაშვილის, თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრებიდან იკვეთება, რომ მათ ცვლილებები სჭირდებათ. უდუმაშვილი აღნიშნავს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ქვეყნის მთავარი გამოწვევა სიღარიბეა.

ლიდერები ადგილობრივების პრობლემებს გაეცნენ და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრებს.

დღის ამბები