27 აპრილი 2024,   09:03
ვრცლად
მეშახტეები „საქნახშირს“ სამ პუნქტიანი მოთხოვნით მიმართავენ

მეშახტეები „საქნახშირს“ სამ პუნქტიანი მოთხოვნით მიმართავენ. ისინი ტყიბულის შახტების ფუნქციონირების დროებით შეჩერებას და კომპანიისა და სახელმწიფოს მხრიდან ერთობლივად შახტებში არსებული პირობებისა და უსაფრთხოების მოგვარებას ითხოვენ.

მეშახტეების თქმით, საწარმოს შეჩერების მიუხედავად ამ პერიოდში დასაქმებულებს ხელფასი სრულად უნდა ანაზღაურდეს.

მოთხოვნათა შორის არის მათთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და იმ თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება, ვინც არსებულ უმძიმეს ვითარებაზეა პასუხისმგებელი.

„ველოდებით მათგან რეაგირებას. მიცემული გვაქვს დრო. თუ ამ დროის განმავლობაში მათგან ეს მოთხოვნები უპასუხოდ დარჩა, ამ შემთხვევაში დაჯდება საინიციატივო ჯგუფი და მოიფიქრებს როგორი შემხვედრი ნაბიჯები გადადგას, სამართლებრივი ფორმები მოძებნოს და სამართლებრივად გააგრძელოს ბრძოლა ამ მოთხოვნებისთვის,“-განაცხადა ტყიბულელი მეშახტეების საინიციატივო ჯგუფის წევრმა ლევან ბეშკენაძემ.

დღის ამბები