17 ოქტომბერი 2018,   14:43
ვრცლად
პრეზიდენტი განმარტავს, რომ ვეფხია ბაქრაძის შეწყალების დროს, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრალდებულს ე.წ. უდო-ზე 6-ჯერ ეთქვა უარი, არ ჰქონია

ბარნოვის ქუჩაზე, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ვეფხია ბაქრაძის შეწყალების შესახებ, პრეზიდენტმა განცხადება  გააკეთა.

გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგზე იმ გარემოებებზე ისაუბრა, რის გამოც შეწყალების კომისიამ ვეფხია ბაქრაძის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.

პრეზიდენტის თქმით, კომისიას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვეფხია ბაქრაძეზე მხოლოდ დადებითი დასკვნა ჰქონდა მიღებული.

გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ კომისიაში არ ყოფილა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაქრაძეს ექვსჯერ ეთქვა შეწყალებაზე უარი.

პრეზიდენტი ფიქრობს, რომ მსგავსი დასკვნები საკმარისი არ არის პირის შესაწყალებლად. მისი თქმით, აუცილებელია უფრო ფართო ჩართულობა და დამატებითი მექანიზმის შემუშავება, რათა არ მოხდეს მსგავსი პირების გათავისუფლება ან მათთვის სასჯელის შემსუბუქება.

„თუ არსებობდა რაიმე ინფორმაცია, რის საფუძველზეც მერე ექვსჯერ ეთქვა უარი, ეს ინფორმაცია ჩვენთან რატომ არ იყო მოსული?- პირიქით, უაღრესად დადებითი დახასიათებაა.

"ჩვენ არ ვეყრდნობით მხოლოდ სასჯელაღასრულებას და დაგისახელეთ სხვა ფაქტორებიც..
ის, რომ ეს საკმარისი არ არის, ის რომ სავარაუდოდ, ბოლომდე ვეღარ ვენდობით ამ დასკვნებს და ის რომ დამატებითი მექანიზმები ჩვენ თვითონ უნდა შევიმუშავოთ ფაქტია.

"ის რომ ადამიანი, რომელიც დღეს ბრალდებულია ასეთ საშინელ დანაშაულზე, ჩვენ ამ ადამიანზე ფაქტობრივად, რაღაცა ინფორმაცია დაგვაკლდა - ეს ფაქტია, თუმცა რანაირად უნდა გაკეთდეს ეს, სწორედ ამაზე ვიწყებთ კონსულტაციას და არა მარტო სახელმწიფო უწყებებთან... ეტყობა უნდა გავზარდოთ იმ ადამიანთა რიცხვი, არამარტო სახელმწიფო უწყებების, არამედ იმ ადამიანებისა, ვინც მოგვაწოდებს თავის მოსაზრებას,“-განაცხადა პრეზიდენტმა.

 

დღის ამბები