26 აპრილი 2024,   23:22
ვრცლად
აშშ-ში ეჭვობენ, რომ რუსეთმა სირიაში ქიმიური შეტევის კვალი გაანადგურა

სირიის ქალაქ დოუმაში ქიმიური შეტევის გამოსაძიებლად საერთაშორისო ინსპექტორები ხვალ ჩავლენ.

ჯგუფი 4 დღეა ქვეყანაშია, თუმცა შემთხვევის ადგილზე მისვლის უფლებას არ აძლევენ. ექსპერტებმა ნიადაგის სინჯი უნდა აიღონ და დაადგინონ ნივთიერება, რაც მათ ქიმიური შეტევის დადასტურებაში დაეხმარება.

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში შეერთებული შტატების ელჩი აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ რუსები და არ გამორიცხავს მათ მიერ ფაქტების განადგურებას.

პარალელურად სირიის ხელისუფლებამ დოუმის კლინიკაში ჟურნალისტები მიიყვანა. ასადის რეჟიმი ცდილობს საერთაშორისო გაერთიანება დაარწმუნოს, რომ აკრძალული იარაღი არავის გამოუყენებია.

დღის ამბები