27 აპრილი 2024,   02:12
ვრცლად
ერთი გარდაცვლილი - ჩრდილოეთ კაროლინას ტორნადოების სერიამ გადაუარა

ჩრდილოეთ კაროლინას ტორნადოების სერიამ გადაუარა. ქარბორბალამ ქალაქი გრინსბორო დააზარალა.

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადგილობრივი. ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ მანქანაში დაიღუპა, როდესაც ავტომობილს წაქცეული ხე დაეცა.

სტიქიამ შენობების ნაწილს სახურავები გადახადა, სახლების ნაწილი კი დაინგრა. წაქცეულია ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები.

მეტეოროლოგების განცხადებით, შტორმი კიდევ რამდენიმე შტატს ემუქრება. გაფრთხილება მოსალოდნელი ტორნადოების შესახებ ჩრდილო-აღმოსავლეთის რეგიონის და ნიუ-ინგლანდის მცხოვრებლებმა მიიღეს.

დღის ამბები