26 აპრილი 2024,   22:58
ვრცლად
"ევროპაში დემოკრატიის საკითხზე სამოქალაქო ომია" - ემანუელ მაკრონი 

"ევროპაში დემოკრატიის საკითხზე სამოქალაქო ომია" - ეს განცხადება ემანუელ მაკრონმა ევროპარლამენტში გააკეთა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ევროპარლამენტარებს სიტყვით მიმართავს და მათ ევროკავშირის განვითარების ლიბერალურ პროექტს აცნობს.

მის მიერ შემუშავებული პროგრამა ერთაინი  ძლიერი და უსაფრთხო ევროპის ჩამოყალიბებაა, რომელიც არსებული გამოწვევების,  მათ შორის რუსეთის წინაშე უფრო დაცული იქნება. 

მაკრონს მიაჩნია, რომ ევროპაში ლიბერალურ დემოკრატიასა და მზარდ ავტორიტარიზმს შორის სამოქალაქო ომია გაჩაღებული. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროსკეპტიკოსების რიცხვის ზრდა დაასახელა და მაგალითად ბრექსიტი მოიყვანა.

ამას გარდა საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროდეპუტატებს ევროპაში ნაციონალიზმის პრობლემის ზრდაზე მიუთითა და მოუწოდა მათ, რომ დემოკრატიის პრინციპების დასაცავად მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ.

დღის ამბები