17 ნოემბერი 2018,   05:30
ვრცლად
"შენების მოძრაობამ" წინასაარჩევნო აქტივობა გორში რეგიონული ოფისი გახსნით დაიწყო

"შენების მოძრაობამ" დღეს გორში რეგიონული ოფისი გახსნა. მოძრაობის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა, ამით წინასაარჩევნო აქტივობები დაანონსა და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების საკითხებზე ისაუბრა.

მისი თქმით, შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობა თავისუფალია.

„2018 წლის პოლიტიკური სეზონი გავხსენით გორში და ვიწყებთ აქტიურობას, რომელიც მიმართულია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისკენ. გვინდა, საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი ხედვები, მოსაზრებები, პოლიტიკური მრწამსი,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

დღის ამბები