26 აპრილი 2024,   22:53
ვრცლად
68 ამერიკელი მოხალისე საქართველოს სკოლებში ინგლისურ ენას შეასწავლის

საქართველოში მშვიდობის კორპუსის 68 ახალი მოხალისე ჩამოვიდა. მოხალისეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი, დახვდა.

ამერიკელი მოხალისეები საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლაში ინგლისურ ენას შეასწავლიან. ისინი სოფლებში, მიუვალ დასახლებებში, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების ადგილებსა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებში გადანაწილდებიან.

მანამდე კი ქართული ენისა და კულტურის შესახებ 11-კვირიან ტრენინგს გაივლიან.

 

დღის ამბები