23 აპრილი 2019,   13:02
ვრცლად
ორ დღიანი მწვავე პროტესტი შეთანხმებით დასრულდა - 109-ე ბაღისთვის ახალი ფართი გამოიძებნა

ორდღიანი მწვავე პროტესტის შემდეგ თბილისის მერიამ 109-ე ბაღისათვის დროებით ალტერნატიული ფართი მოძებნა. 109-ე ბაღის 700-მდე აღსაზრდელი ორშაბათიდან ახალ შენობაში გააგრძელებს სწავლას. შეთავაზება მშობლების უმრავლესობისთვის მისაღები აღმოჩნდა, თუმცა გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა მშობლებისა და პედაგოგების ნაწილი.

მათი ერთადერთი მოთხოვნა 109-ე ბაღის არსებულ შენობაში სააღმზრდელო პროცესის აღდგენა და პარალელურ რეჟიმში მისი გამაგრებაა. მშობლებს ეჭვობენ, რომ ტერიტორიაზე კომპანიებს კერძო ბიზნესინტერესები აქვთ და ბაღის ტერიტორიის გაყიდვა იგეგმება. მათ დღეს გაბრიელ სალოსის გამზირი ორჯერ გადაკეტეს. 

109-ე ბაღში ოპოზიციის წარმომადგენლებიც მივიდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზალიკო უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ შენობას ალტერნატიული ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს და თუ მანაც დაადასტურა ავარიულობა, ყოფილი მერისა და სააგენტოს ყოფილი უფროსის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც მოითხოვს.

109-ე ბაღი კაპიტალური რემონტის შემდეგ საზეიმოდ დავით ნარმანიამ თემურ თორდინავასთან ერთად გახსნა. დღეს ბაღების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი დაინტერესდა, იყო თუ არა ავარიულ მდგომარეობაში შენობა იმ დროისთვის.

ამავე თემაზე
დღის ამბები