26 მაისი 2018,   05:55
ვრცლად
ლონდონი თანამეგობრობის სამიტს მასპინძლობს

ლონდონი თანამეგობრობის სამიტს მასპინძლობს. ბუკინგემის სასახლეში დღეს ელისაბედ მეორემ და პრინცმა ჩარლზმა თანამეგობრობის ქვეყნების ლიდერები მიიღეს.

შეხვედრაში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების 53 წარმომადგენელი მონაწილეობს. მათ სიტყვით მიმართა დედოფალმა და მიანიშნა, რომ ორგანიზაციას მისი შვილი პრინცი ჩარლზი გაუძღვება.

ელისაბედ მეორემ ამ განცხადებით ოპოზიცის ლიდერს უპასუხა, რომელიც ორგანიზაციის როტაციის პრინციპით მართვის ინიციატივით გამოვიდა. სამიტი ლონდონში პირველად იმართება და სიმბოლურად მისი გახსნა ქვემეხებიდან გასროლით აღნიშნეს.

დღის ამბები