27 აპრილი 2024,   07:41
ვრცლად
ლაგოდეხის სასაზღვრო პუნქტში მესაზღვრე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა

ლაგოდეხის სასაზღვრო პუნქტში 26 წლის მესაზღვრე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა.  

შემთხვევა გუშინ, ღამით, ლაგოდეხის საზღვრის მეორე პუნქტზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მესაზღვრეს სამსახურებრივი იარაღი იმ დროს გაუვარდა, როდესაც მის გადაბარებას ახდენდა. ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ფაქტზე მოკვლევა კახეთის პროკურატურამ დაიწყო. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

 

 



დღის ამბები