27 აპრილი 2024,   02:47
ვრცლად
კიმ ჩენ ინმა ბირთვული პროგრამა შეაჩერა

კიმ ჩენ ინმა ბირთვული პროგრამა შეაჩერა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის განკარგულება სახელმწიფო მედიამ გაავრცელა.

დოკუმენტის თანახმად, ფხენიანი 31 აპრილიდან წყვეტს სარაკეტო და ბირთვულ გამოცდებს და ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში მდებარე სამხედრო პოლიგონს დახურავს.

კიმ ჩენ ინი განმარტავს, რომ ამგვარად მან ვაშინგტონისთვის მიცემული პირობა შეასრულა და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ კრიზისის განმუხტვის მიზნით მზად არის, ვაშინგტონთან კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების შესახებ მოლაპარაკება დაიწყოს.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა დონალდ ტრამპი. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განცხადება twitter-ით გაავრცელა.

ტრამპის განცხადებით, ბირთვული გამოცდების შეჩერება და უმსხვილესი პოლიგონის დახურვა ძალიან კარგი ამბავია არამხოლოდ ამერიკისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და აღნიშნა, რომ ჩრდილო კორეის ლიდერთან შეხვედრას ელოდება.

დღის ამბები